Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიელ მეამბოხეთა ჯარის მოლაპარაკება კადაფის მომხრეებთან ჩაიშალა


ლიბიის გარდამავალი მმართველების ძალებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკება კადაფის მომხრეთა ბოლო სიმაგრის დამცველების დანებების თაობაზე, ჩაიშალა. მოლაპარაკების მონაწილემ მეამბოხეთა მხრიდან თქვა, რომ ადგილობრივი თემის მეთაურებთან მოლაპარაკება დასრულდა. გარდამავალი საბჭოს ძალები, ათასობით მებრძოლი, გარს შემოერტყა ბანი ვალიდს. არ არის ცნობილი, როდის მიიტანენ ისინი იერიშს ქალაქზე. კადაფის მომხრეთა რეაქცია არაა ცნობილი. კადაფის წარმომადგნელმა ადრე თქვა, რომ ბანი ვალიდი არ დანებდება. მეამბოხეები ფიქრობენ, რომ ქალაქში არიან კადაფის მომხრე მაღალი რანგის პირები. ისინი არ გამორიცხვენ, რომ თვითონ კადაფიც ამ ქალაქს აფარებდეს თავს.
XS
SM
MD
LG