Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში რვა ჯარისკაცი მოკლეს


ცნობების თანახმად, რვა ერაყელი ჯარისკაცი დაიღუპა ჩრდილოეთ ერაყში არმიის პატრულზე განხორციელებული თავდასხმისას. როგორც იუწყებიან, იერიში მოეწყო ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთით 190 კილომეტრში მდებარე ჰადიტასთან. პოლიციელების ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა ჯერ ესროლეს ავტომანქანის საბურავებს, ვიდრე ავტომანქანაში მყოფ რვავე ჯარისკაცს დახოცავდნენ და ამის მერე ცეცხლს წაუკიდებდნენ. შეერთებული შტატების ჯარებმა შარშან მოუღეს ბოლო ერაყში საბრძოლო ოპერაციებს და, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, წლის მიწურულამდე უნდა დაასრულონ ერაყიდან გასვლა.
XS
SM
MD
LG