Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფის ადგილსამყოფელი უცნობია


მუამარ კადაფის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ლიბიის დამხობილი ლიდერი ლიბიაშია და თავს უსაფრთხოდ და კარგად გრძნობს. მუსა იბრაჰიმიმ აღნიშნული კომენტარი როიტერთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა იმ ინფორმაციების პასუხად, რომ მანქანების დიდმა კოლონამ ლიბიიდან გადალახა სახელმწიფო საზღვარი და ნიგერიში გადავიდა. აშშ-მა, რომელიც დარწმუნებულია, რომ კოლონაში კადაფის რეჟიმის მაღალი რანგის პირები იმყოფებიან, მოუწოდა ნიგერს, რათა დააპატიმროს ყველა ადამიანი, რომელსაც კადაფის რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულში ედება ბრალი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ მუამარ კადაფი გაქცევას ცდილობს. თუმცა ამერიკის სამხედრო უწყებას არ აქვს მიზეზი ამტკიცოს, რომ ლიბიის ყოფილმა ლიდერმა ლიბია დატოვა.
XS
SM
MD
LG