Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის წარმომადგენელი შეხვდება სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს


რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენელი, მიხაილ მარგელოვი შეხვედრებს გამართავს სირიაში დაპირისპირებულ მხარეებთან, რათა ხელი შეუწყოს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას, ხელისუფლების სათავეში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დასარჩენად. მარგელოვმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში რუსეთის პრეზიდენტის წარგზავნილია, დღეს უთხრა ჟურნალისტებს, რომ მოსკოვში პარასკევს შეხვდება სირიელ ოპოზიციონერებს, ხოლო ორშაბათს მოლაპარაკებას გამართავს სირიის პრეზიდენტის წარმომადგენელთან. მარგელოვის განმარტებით, მოსკოვი ცდილობს, ორივე მხარე დაარწმუნოს, რომ ჯერ კიდევ არსებობს დიალოგის შანსი.
XS
SM
MD
LG