Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ჯარისკაცმა ავღანეთში ბიბისის რეპორტიორი მოკლა


ნატოს სარდლობით მოქმედმა საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერმა ძალებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ივლისში დაღუპული ბიბისის ადგილობრივი ჟურნალისტი ნატას ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მოკლა. ალიანსის განცხადებაში ნათქვამია, რომ 25 წლის აჰმედ ომედ ხფულვაკი ჯარისკაცს მოიერიშეში აერია. ნატოს სარდლობის ცნობით, ამერიკელი ჯარისკაცი „გაცნობილი იყო შეიარაღებული კონფლიქტის კანონებს და წესდებას და მოქმედებდა გარემოების და შესაბამისად.“ ხფულვაკი ერთ-ერთია იმ 21 ადამიანს შორის, რომლებიც 28 ივლისის შეტაკების დროს დაიღუპა. ორმხრივ სროლამდე მოიერიშეებმა დანაღმული ავტომანქანა ააფეთქეს ურუზგანის პროვინციის დედაქალაქ ტინკოტის სამთავრობო შენობასთან.
XS
SM
MD
LG