Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობის შემდეგ კაიროდან ისრაელის საელჩოს ევაკუაცია განხორციელდა


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „სერიოზული ინცინდენტი“ უწოდა კაიროში ისრაელის საელჩოს შენობაზე ბრბოს მიერ განხორციელებულ იერიშს. გავრცელებული ინფორმაციით 448 ადამიანი დაშავდა შეტაკებაში, რაც პასუხად მოჰყვა პოლიციის სპეცდანიშნულების ძალების ძალისხმევას დემონსტრანტებისაგან გაეთავისუფლებინა საელჩოს მიმდებარე შენობა. ბრბომ დაანგრია ეგვიპტეში ისრაელის საელჩოს შენობის კედელი და გადმოყარა დოკუმენტები შენობის ფანჯრებიდან. შენობაში მომწყვდეული აღმოჩნდა ექვსი ისრაელი დიპლომატი, რომელთა სამშვიდობოს გაყვანა ევაკუაცია ალყაშემორტყმული შენობიდან ეგვიპტის სპეცდანიშნულების ძალებმა მოახერხეს. ეგვიპტის ელჩი, მისი ოჯახი და საელჩოს სხვა წევრები სპეციალურმა თვითმფრინავმა ისრაელში გადაიყვანა. კაიროში რჩება მხოლოდ ელჩის მოადგილე, რომელიც ეგვიპტის ხელისუფლებასთან ურთიერთობას ინარჩუნებს.
XS
SM
MD
LG