Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაროსლავლში დაკრძალეს ავიაკატასტროფაში დაღუპული ჰოკეისტები


ქალაქ იაროსლავლის ლეონტიევსკის სასაფლაოზე შაბათს დაკრძალეს ავიაკატასტროფის დროს დაღუპული 14 იაროსლავლელი ხოკეისტი. „ლოკომოტივის“ გუნდის კიდევ ორი ხოკეისტის ცხედარი კი ქალაქ რიბინკსში გადაასვენეს. სამგლოვიარო ღონისძიებაში მონაწილეობდა პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც ყვავილებით შეამკო დაღუპულთა კუბოები. ოთხშაბათს „იაკ 42" ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 43 ადამიანი, მათ შორის იაროსლავლის "ლოკომოტივის" ჰოკეის გუნდის წევრები. გავრცელებული ინფორმაციით, გადარჩა თვითმფრინავში მყოფი ორი ადამიანი, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.
XS
SM
MD
LG