Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე ადამიანი დაიღუპა დასავლეთ საქართველოში მომხდარ ავარიაში


წინასწარი ინფორმაციით, გურიაში, სოფელ ლესასთან ავტოსაგზაო შემთხვევას 7 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ "ინტერპრესსნიუსს" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში განუცხადეს. იმის გამო, რომ ლანჩხუთში პროზექტურა არ არის, ყველა გარდაცვლილი, სავარაუდოდ, ბათუმისა და ქობულეთის პროზექტურებშია გადასვენებული. ლანჩხუთის გამგებლის გიორგი გოგუაძის ინფორმაციით კი, დაშავდა 25-მდე მგზავრი, რომლებიც ფოთის, ბათუმისა და ქობულეთის სტაციონარებში გადაიყვანეს. ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ფოთიდან იუწყება ფოთის კლინიკურ საავადმყოფოში, სოფელ ლესასთან მომხდარი ავარიისას დაშავებული 4 ადამიანია მიყვანილი, მათ შორის ორი ბავშვი. ოთხივე დაზარალებული თურქეთის მოქალაქეა და ერთი ოჯახის წევრები არიან. თურქეთიდან თბილისიკენ მომავალი სამგზავრო ავტობუსი მიკროავტობუსს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავტოავარიაში მესამე ავტომანქანაც მოჰყვა
XS
SM
MD
LG