Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანმა ეგვიპტით დაიწყო ტურნე „არაბული გაზაფხულის“ ქვეყნებში


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ეგვიპტეში ვიზიტით დაიწყო ტურნე ე.წ. „არაბული გაზაფხულის“ ქვეყნებში. ერდოანის ვიზიტამდე, დაახლოებით, შვიდი თვით ადრე ეგვიპტეში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად დაემხო პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მრავალწლიანი მმართველობა. ვითარება ბოლოხანს ისევ დაიძაბა კაიროში, სადაც შაბათს ბრბო შეიჭრა ისრაელის საელჩოს საცხოვრებელ კომპლექსში. არეულობის დროს, სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა. ეგვიპტის შემდეგ, ერდოანი ეწვევა ტუნისსა და ლიბიას, სადაც ასევე მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად დაემხო მმართველი რეჟიმები.
XS
SM
MD
LG