Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონაში ოქტომბრამდე გადადეს გადაწყვეტილება საბერძნეთის შესახებ


ევროზონის ლიდერ ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროზონის წევრმა 17-მა ქვეყანამ ოქტომბრისათვის გადადო გადაწყვეტილება საბერძნეთის დასახმარებლად გათვალისწინებული კრედიტის მორიგი ტრანშის გამოყოფის შესახებ. რვა მილიარდი ევროს ოდენობის ტრანში საჭიროა იმისათვის, რომ დეფოლტისაგან დაიცვან ვალებით გამოწვეულ კრიზისში მყოფი საბერძნეთი. მაგრამ ევროზონისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ლიდერებმა გადაწყვეტილების მიღება გადადეს, რადგან ნათელი არ არის, საკმარის ზომებს მიმართავს თუ არა ათენი დეფიციტის შესამცირებლად. პოლონეთის ქალაქ ვროცლავში, სადაც ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, ჟან-კლოდ იუნკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოფიციალურმა პირებმა მოიწონეს საბერძნეთის მიერ ნაკისრი ვალდებულება, განახორციელოს საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრად შეკვეცის პროგრამა, მაგრამ ოქტომბერში მიიღებენ გადაწყვეტილებას ათენისათვის კრედიტის მორიგი ტრანშის მიწოდების საკითხზე. ის ფაქტი, რომ ვროცლავში ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრას დაესწრო შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი ტიმოთი გაიტნერიც, ბევრის აზრით მიუთითებს ევროზონაში ვალებით გამოწვეული კრიზისის განსაკუთრებულ სიმძიმეზე.
XS
SM
MD
LG