Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოელი სერბები არ ხსნიან ბლოკადას ქალაქ მიტროვიცაში


ჩრდილოეთ კოსოვოს ქალაქ მიტროვიცაში ადგილობრივ სერბებს დღესაც გადაკეტილი აქვთ ორი ხიდი. წუხელ ახალგაზრდა სერბებისა და კოსოვოელი ალბანელების ჯგუფები ერთმანეთს ქვებს ესროდნენ ერთ-ერთ ხიდზე. მიტროვიცაში მიედინება მდინარე ილბარი, რომლის ერთ ნაპირზეც სერბების, მეორეზე კი კოსოვოელი ალბანელების უბნები მდებარეობს. მსხვერპლის შესახებ არაფერს იუწყებიან. რეგიონში დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც პრიშტინამ სცადა კონტროლის დამყარება ორ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სერბიის საზღვართან. პარასკევს ამ პოსტებზე ევროკავშირის პოლიციელებთან ერთად განთავსდნენ კოსოვოელი პოლიციელები და მებაჟეები.
XS
SM
MD
LG