Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთ-პაკისტანის საზღვართან უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სავარაუდოდ, აშშ-ის კუთვნილი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, ავღანეთთან საზღვრის მახლობლად. ნათელი არ არის, რამ გამოიწვია ავარია. პაკისტანში შეერთებული შტატების საელჩოს არ გაუკეთებია განცხადება ამ ცნობაზე. ამერიკელი ოფიციალური პირები, ჩვეულებრივ, არ აკეთებენ კომენტარს პაკისტანში შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავების პროგრამაზე, რომელიც მიმართულია ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მოქმედი თალიბებისა და ალ-ყაიდის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG