Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტროს-კანი სინანულს გამოთქვამს ნიუ-იორკში მომხდარის გამო


საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, დომინიკ სტროს-კანი „შეუსაბამოდ“ და „მორალურად გაუმართლებლად“ მიიჩნევს ნიუ-იორკში, სასტუმროს მოსამსახურე ქალთან ინტიმური კავშირის დამყარებას, მაგრამ უარყოფს ბრალდებას მისი გაუპატიურების შესახებ. როგორც სტროს-კანმა თქვა პარიზში, პირველ ინტერვიუში მას შემდეგ, რაც აგვისტოში ბრალდებები მოუხსნეს, მას ყოველთვის ექნება სინანულის განცდა თავისი ქმედების გამო. 62 წლის სტროს-კანი წელს, მაისში გადადგა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტიდან, ნიუ-იორკში მისი დაპატიმრების შემდეგ. დღესვე სტროს-კანმა უარყო ფრანგი მწერალი ქალის ბრალდება, 2003მ წელს მისი გაუპატიურების მცდელობის შესახებ. საფრანგეთის პოლიცია გამოძიებას აწარმოებს ამ ბრალლდებასთან დაკავშირებით. ინტერვიუში გაირკვა ასევე, რომ სტროს-კანი არ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას საფრანგეთში მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის.
XS
SM
MD
LG