Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოსეთის სახალხო ფრონტი“ - რუსეთთან მიერთების მხარდასაჭერად


ცხინვალი
ცხინვალი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იქმნება „ოსეთის სახალხო ფრონტი“, რომლის ორგანიზატორებიც ემხრობიან რუსეთთან ცხინვალის რეგიონის მიერთებას. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, საინიციატივო ჯგუფს, რომელსაც „ოსეთის სახალხო ფრონტის“ შექმნა სურს, ეწოდება „რუსეთი-ოსეთი“. კვირას ცხინვალში გაიმართა „რუსეთ-ოსეთის“ პირველი სხდომა.

„ცოტა ხნის წინ რუსეთში თვით (პრემიერ-მინისტრ) ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინის მიერ იქნა ორგანიზებული სახალხო ფრონტი. ამ ფრონტთან არსებობს „ინტერნაციონალი“, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, მას შევუერთდეთ და თან დავაყენოთ საკითხი უკვე ამ სახალხო ფრონტის ჩარჩოებში. ანუ, ჩვენს მიერ დღეს იქნა ორგანიზებული „სამხრეთ ოსეთის სახალხო ფრონტი“ და ვთხოვთ ჩრდილოეთ ოსეთის ხალხს, შემოგვიერთდეს, შევიმუშავოთ საერთო გეგმა და ვიმუშაოთ ერთ საკითხზე - რუსეთის ფედერაციასთან მიერთებაზე“, - უთხრა სხდომის ერთ-ერთმა მონაწილემ, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში პრეზიდენტ კოკოითის წარმომადგენელმა, ტარზან კოკოითიმ ჩვენი რადიოს რუსულენოვანი სამსახურის კორესპონდენტს.

ცხინვალში კვირას გამართული სხდომის მონაწილეების განცხადებით, "ოსეთის სახალხო ფრონტის" შექმნის ინიციატივას არაფერი აქვს საერთო წინასაარჩევნო კამპანიასთან და პარტიებს შორის ურთიერთობასთან.
XS
SM
MD
LG