Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მსხვერპლი მოჰყვა მაღალი რანგის პოლიციელის სახლზე თავდასხმას


პაკისტანის ქალაქ კარაჩიში, სულ ცოტა, რვა ადამიანი დაიღუპა აფეთქების შედეგად, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო დანაღმული ავტომანქანით. აფეთქება მიმართული იყო მაღალი რანგის პოლიციელის, ჩაუდრი ასლამის სახლის წინააღმდეგ. ასლამი, რომელიც ხელმძღვანელობს ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილებას პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტში, გადარჩა და, ადგილობრივ ტელევიზიაში გამოსვლისას, პაკისტანის თალიბანს დააკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმაზე. „მე მიღებული მქონდა მუქარა თალიბებისაგან. მინდა, მათ თქვენი მეშვეობით ვუთხრა, რომ არ შევუშინებივარ ამ ლაჩრულ აქტს! მათ ისეთ გაკვეთილს ჩავუტარებ, რომ მომავალ თაობებსაც დაამახსოვრდებათ. მე არ მეშინია! მძინარე ხალხზე თავდასხმა ლაჩრული აქტია. თუ გულადები არიან - მე სულ გზაში ვარ, ჩემზე მოაწყონ თავდასხმა!“ - განაცხადა პოლიციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა კარაჩიში. აფეთქების შედეგად დაღუპულებს შორის ექვსი პოლიციელია.
XS
SM
MD
LG