Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქებებს პაკისტანში 13 ადამიანი შეეწირა


პაკისტანიდან მიღებული ინფორმაციით, ერთმანეთისაგან განცალკევებულ აფეთქებებს ბოლო ორი დღის განმავლობაში 13 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ფეშავარში ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა ბაზრობაზე, სადაც რამდენიმე მაღაზიაში ანტი-ისლამური შინაარსის სიმღერები და ფილმები იყიდება. დაიღუპა ხუთი და დაიჭრა ათობით ადამიანი. ორშაბათს პაკისტანის ქალაქ კარაჩიში, სულ ცოტა, რვა ადამიანი დაიღუპა აფეთქების შედეგად, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო დანაღმული ავტომანქანით. აფეთქება მიმართული იყო მაღალი რანგის პოლიციელის, ჩაუდრი ასლამის სახლის წინააღმდეგ. ასლამი, რომელიც ხელმძღვანელობს ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილებას პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტში, გადარჩა და, ადგილობრივ ტელევიზიაში გამოსვლისას, პაკისტანის თალიბანს დააკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმაზე. აფეთქების შედეგად დაღუპულებს შორის ექვსი პოლიციელია. პაკისტანშივე დღეს, შეირაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს შიიტ მლოცველებს, რომლებიც ავტობუსით მიემაგზავრებოდნენ ირანის საზღვრისკენ. ავტობუსში 40-მდე ადამინი იყო, დაიხოცა 26.
XS
SM
MD
LG