Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებმა განაცხადეს, რომ ტუვალუმ აღიარა მათი დამოუკიდებლობა


აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებმა დღეს განაცხადეს, რომ მათი დამოუკიდებლობა გაეროს კიდევ ერთმა წევრმა ქვეყანამ, ტუვალუმ აღიარა. სოხუმიდან და ცხინვალიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ ტუვალუსთან დიპლომტიური ურთიერთობა 18 და 19 სექტემბერს დაამყარეს, თუმცა, საჯაროდ ამის შესახებ მხოლოდ დღეს განაცხადეს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 18 სექტემბერს ტუვალუსა და აფხაზეთის პრემიერ-მინისტრებმა ვილი ტელავიმ და სერგეი შამბამ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ. სააგენტო აფსნიპრესს მოჰყავს შამბას სიტყვები, რომ აფხაზები სათანადოდ აფასებენ ტუვალუს მეგობრულ ნაბიჯს და მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნისგან დიდი მანძილი აშორებთ, მზად არიან მასთან ურთიერთობისა და კულტურული კავშირისთვის. ამავე სააგენტოს ცნობით, ტუვალუს პრემიერ-მინისტრმა ტელავიმ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას არცთუ მარტივი გადაწყვეტილება უწოდა და განაცხადა, მის მიღებამდე კონსულტაციები საკუთარ მინისტრებთან გამართა.
XS
SM
MD
LG