Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის ელჩი არ გამორიცხავს ირანზე სამხედრო ზემოქმედებას.


თუკი ირანი განაგრძობს ბირთვული გეგმების ძალისხმევას, არსებობს რისკი იმისა, რომ მასზე სამხედრო დარტყმა განხორციელდეს. ამის თაობაზე საფრანგეთის ელჩმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჯერარდ არაუდმა განაცხადა, სამშაბათს გვიან ღამით მიმდინარე პლენარულ სხდომაზე კამათში გამოსვლისას. შეკითხვაზე, თუ რა მოხდება, თუკი ირანი გადააბიჯებს საშიშ ზღურბლის, არაუდმა აღნიშნა, რომ „დარწმუნებულია, რომ ზოგიერთი ქვეყანა არ დაეთანხმება ასეთ პერსპექტივას“. თუკი დღეს ვერ მივაღწევთ ირანთან შეთანხმებას, „არსებობს დიდი რისკი სამხედრო მოქმედებისა“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა. თეირანი დაჟინებით იმეორებს, რომ ურანის გამდიდრების პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG