Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა უარი განაცხადა შეისყიდოს რუსული გაზი


ეს ინფორმაცია თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ტანერ ილდიზმა დაადასტურა. რუსეთთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ მან ჯერ კიდევ გასულ ხუთშაბათს განაცხადა. თურქული მხარე ბუნებრივ აირზე ფასის დაწევას მოითხოვდა, რაც რუსეთმა არ დააკმაყოფილა. მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის თურქეთი ბუნებრივ აირს რამდენიმე ქვეყნიდან იღებს. ამასთან, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს რუსეთთან ყველა შეთანხმების შეწყვეტას არ ნიშნავს. მისი თქმით, რუსეთთან გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით სამი-ოთხი შეთანხმებაა გაფორმებული და ერთ-ერთ მათგანზე ხელშეკრულება აღარ გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG