Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ლიდერები აგრძელებენ მოლაპარაკებებს კრიზისის დაძლევაზე


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს ბრიუსელში, ევროკომისიაში გამართავს მოლაპარაკებებს ევროზონის საკრედიტო კრიზისის თემაზე. სამშაბათს ევროზონის 17 ქვეყნის ფინანსთა მინისტრებმა მიმდინარე თვის ბოლოსთვის გადადეს გადაწყვეტილების მიღება საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების მორიგი ტრანშის მიწოდების თაობაზე. ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო გაამძაფრა შეშფოთება, რომ საბერძნეთი დეფოლტის წინაშე აღმოჩნდება. სამშაბათს საფრანგეთი და ბელგია იძულებული გახდნენ ფრანგულ-ბელგიური ბანკის ”დექსიას” დაფინანსების გარანტია გაეცათ. სამშაბათსვე სარეიტინგო სააგენტო ”მუდი’ს”-მა იტალიის ფასიანი ქაღალდების რეიტინგი Aa2-დან A2-მდე დასწია და უარყოფითი პერსპექტივაც დასახა.
XS
SM
MD
LG