Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში საყოველთაო გაფიცვაა


საბერძნეთში 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვაა მთავრობის მიერ ბიუჯეტის ეკონომიისთვის წარმოდგენილი ახალი ზომების წინააღმდეგ. აქციაში მონაწილეობენ როგორც სახელმწიფო ორგანიზაციების, ისე ბევრი კერძო კომპანიის თანამშრომლები. ავიადისპეჩერების გაფიცვის გამო ერთი დღით გადაიდო რეისები საბერძნეთში და საბერძნეთიდან. არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საბორნე გადასასვლელები ეგეოსის ზღვაზე. დაიხურება სკოლები, საავადმყოფოებში კი მხოლოდ მორიგე პერსონალი მუშაობს. ათენში მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართება. საბერძნეთის მთავრობის მიერ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებისთვის წარმოდგენილი ახალი ზომები ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებებიდან 30 ათასი თანამშრომლის გათავისუფლებას და საკუთრებაზე ახალი გადასახადის შემოღებას. უმწვავესი საკრედიტო კრიზისის პირობებში საბერძნეთის მთავრობა ცდილობს ევროკავშირისგან და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დახმარების მორიგი ტრანში მიიღოს. მოსალოდნელი დეფოლტით გამოწვეული შიში გახდა სარეიტინგო სააგენტო ”მუდ’ს”-ის მიერ იტალიის საკრედიტო რეიტინგის დაწევის მიზეზი.
XS
SM
MD
LG