Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ აღაშფოთა რუსეთისა და ჩინეთის ვეტომ გაეროს რეზოლუციის პროექტზე


აშშ-ის ელჩი გაეროში სიუზან რაისი აცხადებს, რომ აშშ-ის მთავრობა ”აღშფოთებულია” იმით, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მიიღო რეზოლუცია სირიაში კრიზისის შესახებ. რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა უშიშროების საბჭოს ცხრა წევრმა, წინააღმდეგი იყვნენ რუსეთი და ჩინეთი, თავი შეიკავეს ინდოეთის, სამხრეთი აფრიკის, ბრაზილიისა და ლიბანის წარმომადგენლებმა. რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებდა გარკვეულ სადამსჯელო მოქმედებას სირიის რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტოს განწყობილი მოქალაქეების მიმართ სამხედრო ძალის გამოყენების გამო. კენჭისყრამდე რუსი დიპლომატები გაეროში აცხადებნენ, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისთვის სანქციების შესაძლო დაწესების წინააღმდეგი იყვნენ. რეზოლუციის პროექტის ტექსტში არ იყო ნახსენები სიტყვა ”სანქციები”, თუმცა, აღნიშნული იყო სირიის წინააღმდეგ შესაძლო ”გამიზნული ნაბიჯების” შესახებ.
XS
SM
MD
LG