Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზის გამოსვლაზე დამსწრეებმა სპეციალური შემოწმება უნდა გაიარონ


7 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის გამოსვლაზე დასწრებას მოქალაქეები შემოწმების შემდეგ შეძლებენ. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება. განცხადების თანახმად, მოქალაქეები ღონისძიებაზე ორი საათით ადრე უნდა მივიდნენ და შემოწმება გაიარონ. მოედანზე მისულებს ეკრძალებათ თან იქონიონ ფოტო- და ვიდეოკამერები, ადვილად აალებადი ნივთები, ბოთლები, ბასრი და მსხვრევადი საგნები. სარკოზის სიტყვით გამოსვლა 17:30 საათისთვის არის დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG