Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირმაში გამოცხადდა 6300-მდე პატიმრის ამნისტია


ბირმის ახალი მთავრობის გადაწყვეტილებით, ცხადდება ამნისტია, რომელიც შეეხება 6300-ზე მეტ პატიმარს. სახელმწიფო მედიის ცნობით, პატიმრებს ოთხშაბათიდან გაათავისუფლებენ ჰუმანიტარული ამნისტიით, რომელიც შეეხება ხანდაზმულებს, უნარშეზღუდულ პირებსა და პატიმრებს, რომლებიც კარგი ქცევით გამოირჩევიან. ამ ცნობებში არ არის დაზუსტებული, რამდენია ამნისტირებულთა შორის პოლიტიკური პატიმარი. როგორც ვარაუდობენ, ბირმაში 2000-ს აღწევს პოლიტპატიმრების რიცხვი. დღეს გამოცხადებული ამნისტია მიჩნეულია ნაწილად ლიბერალიზაციის პროცესისა, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ბირმის მმართველმა სამხედრო რეჟიმმა მარტში ძალაუფლება გადასცა სამოქალაქო მთავრობას. თუმცა, ამ მთავრობასაც სამხედროები აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG