Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ჩინეთში იმყოფება ენერგეტიკასა და ვაჭრობაზე მოსალაპარაკებლად


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ჩინეთში იმყოფება და მართავს შეხვედრებს, რომელთა მთავარ თემებადაც სახელდება ენერგეტიკა და ვაჭრობა. მისასალმებელი ცერემონიის შემდეგ პეკინში გაიმართა პუტინის შეხვედრა ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ვენ ძიაბაოსთან. ხვალ პუტინს მიიღებს პრეზიდენტი ჰუ ძინტაო. რუსი ოფიციალური პირების განცხადებით, ორი მხარე აპირებს ხელი მოაწეროს რამდენიმე შეთანხმებას, რომელთა საერთო ღირებულებაც შვიდ მილიარდ დოლარს აღწევს. მხარეები იმსჯელებენ გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს კონტრაქტს 30 წლის განმავლობაში რუსეთის გაზის ჩინეთისთვის მიწოდების შესახებ. თუმცა, არ მოელიან, რომ ამ საკითხზე შეთანხმებას ხელი მოეწერება მიმდინარე ვიზიტისას, რადგან მხარეებს ჯერ არ დაუსრულებიათ მოლაპარაკება გაზის ფასზე. რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები პოლიტიკურ საკითხებზეც იმსჯელებენ. მთავარი თემა სირია იქნება. გასულ კვირაში რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტო დაადეს სირიის შესახებ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციის პროექტს.
XS
SM
MD
LG