Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის იუსტიციის მინისტრი: ტიმოშენკოს განაჩენი უნდა შეუმცირდეს


უკრაინის იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, იულია ტიმოშენკოსთვის გამოტანილი შვიდწლიანი განაჩენი უნდა შემცირდეს. მინისტრმა ალექსანდრ ლავრინოვიჩმა დღეს კიევში ისაუბრა - მან სასამართლოს მიერ ტიმოშენკოს საწინააღმდეგოდ გამოტანილ განაჩენს სამართლიანი უწოდა, თუმცა დასძინა, რომ სასჯელი შესაფერისზე უფრო მკაცრია, რაც უკრაინის კანონმდებლობაში გათვალისწინებულმა მინიმალური ვადამ განაპირობა. მინისტრი აცხადებს, რომ პარლამენტმა კანონებში შესწორება უნდა შეიტანოს და ტიმოშენკოსთვის წაყენებული ბრალდება „სისხლის სამართლის დანაშაულიდან პოლიტიკურ დარღვევად“ აქციოს, უფრო ნაკლები სასჯელით. ტიმოშენკოს სასამართლო პროცესს და მისთვის გამოტანილ განაჩენს მძლავრი საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა. პარალელურად, ტიმოშენკოს ადვოკატი აცხადებს, რომ განაჩენი მომავალ კვირაში გასაჩივრდება.
XS
SM
MD
LG