Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი უარყოფს ცნობებს ერაყში აშშ-ის ჯარების ვადაზე უფრო დიდხანს დატოვაზე უარის შესახებ


შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს ცნობას იმის თაობაზე, რომ მან თითქოს უარი თქვა გეგმაზე, რომელიც ერაყიდან ამერიკის ჯარების გაყვანას მიმდინარე წლის ბოლოსთვის დათქმულ ვადაზე უფრო გვიან ითვალისწინებს. თეთრმა სახლმა და თავდაცვის სამინისტრომ უარყვეს ასოშიეიტედ პრესის ცნობა, რომელშიც შეერთებული შტატების ანონიმ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ უარი ითქვა ერაყში შეერთებული შტატების მრავალრიცხოვანი ჯარის დატოვებაზე 31 დეკემბრის შემდეგ. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ტომი ვიეტორმა განაცხადა, რომ ჯარების მომავლის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ერაყის მხარესთან.
XS
SM
MD
LG