Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთს ესტუმრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, ადრე გამოუცხადებელ ვიზიტად ესტუმრა ავღანეთს, რათა ბიძგი მისცეს ავღანელების მცდელობას, შერიგება მოხდეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ის შეხვდება პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის, ასევე სხვა ოფიციალურ პირებს, ისევე როგორც სამოქალაქო ლიდერებს. მისი ვიზიტის ფონია კარზაის მიერ გამოხატული იმედგაცრუება თალიბებთან მოლაპარაკების მცდელობის საქმეში. კარზაის მცდელობას, მეამბოხეებთან შერიგება და შემდეგ მათი ინტეგრაცია მოხდეს, დიდი დარტყმა მიაყენა ავღანეთის ყოფილ პრეზიდენტ რაბანიზე თავდასხმამ. რაბანი კარზაის ინიციატივას უძღვებოდა. კლინტონი ასევე მოთხოვს ავღანელებს, მიღწეული იქნას უსაფრთხოების სფეროში შეთანხმება, რომლის მიხედვითაც უნდა წარიმართოს ვაშინგტონსა და ქაბულს შორის ურთიერთობა, როცა ამერიკის ჯარი ქვეყანას დატოვებს.
XS
SM
MD
LG