Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ძალებმა კოსოვოში ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს


ნატოს სამშვიდო ძალებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კოსოვოში, სერბი აქტივისტების მიერ აგებული ბლოკ-საგუშაგოს დემონტაჟი დაიწყეს. ნატოს სამხედროებს, რომლებიც კოსოვოსა და სერბეთის ბრნიაკის სადაო საზღვარზე გზის გაწმენდას ცდილობდნენ, 150 -მდე სერბი დაუპირისპირდა, თუმცა, უკან დაიხიეს მას შემდეგ, რაც სამხედროებმა ცრემლმდენი გამოიყენეს. სერბებმა, რომლებიც არ ცნობენ ალბანელების უმრავლესობით დასახლებული კოსოვოს საერთაშორისოდ აღიარებულ დამოუკიდებლობას, - ბლოკ-საგუშაგო სასაზღვრო მონაკვეთზე ივლისში, მას შემდეგ აღმართეს, რაც ხელისუფლება სადაო მონაკვეთის მიერთებას შეეცადა. სერბეთის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა კოსოვოელ სერბებს მოუწოდა შეინარჩუნონ სიმშვიდ, ხოლო ნატოს სამშვიდობო ჯარებს კი, - შეიკავონ თავი ძალის გამოყენებისაგან.
XS
SM
MD
LG