Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის გარდამავალი საბჭო აცხადებს, რომ სირტე აიღეს


როგორც ფრონტის ხაზზე მყოფი მეთაურები აცხადებენ, ლიბიის გარდამავალი მთავრობის სამხედრო ქვედანაყოფებმა ხელთ იგდეს ქალაქი სირტე, - მოამარ კადაფის ერთგული ძალების უკანასკნელი სიმაგრე. იუნუს ალ აბდალიმ, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე ოპერაციის სარდალმა, ახალი ამბების სააგენტო როიტერსს უთხრა, რომ „სირტე გათავისუფლებულია“, ხოლო მისი ჯარისკაცები კვალში უდგანან კადაფის მებრძოლებს, რომლებიც მიმალვას ცდილობენ. ლიბიის ყოფილი დიქტატორის მოამარ კადაფის ადგილსამყოფელი კვლავაც უცნობია.
XS
SM
MD
LG