Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუამარ კადაფი შესაძლოა ცოცხალი აღარ იყოს


ლიბიის დამხობილი პრეზიდენტი პოლკოვნიკი მუამარ კადაფი გარდაიცვალა,- ამის შესახებ ქვეყნის გარდამავალი საბჭო და ლიბიის ტელევიზია იუწყება. ინფორმაციის დადასტურება ჯერ ვერ ხერხდება. ლიბიის დამხობილი ლიდერი მძიმედ დაიჭრა იმ დროს, როდესაც მისი თანმხლები კოლონა ნატოს ავიაციის იერიშების ქვეშ მოჰყვა. ლიბიის გარდამავალი მთავრობის სამხედრო ქვედანაყოფებმა ხელთ იგდეს ქალაქი სირტე - მუამარ კადაფის ერთგული ძალების უკანასკნელი სიმაგრე. ოპოზიციის მომხრეები საბოლოო გამარჯვებას ზეიმობენ.
XS
SM
MD
LG