Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილის პრეს-სამდივნო ზეწოლის ახალ ფაქტებზე საუბრობს


ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ მათ მხარდამჭერებსა და ახლობლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტების შესახებ განცხადება გაავრცელა. მასში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ "ქართუ ჯგუფმა" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის რეკონსტრუქციის (ასფალტის დაგება) სამუშაოების განხორციელებისთვის ერთ-ერთ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა. შესრულებული სამუშაოსთვის ავანსის მიღებამდე ამ კომპანიამ მოსალოდნელი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. მათივე ცნობით, ბერა ივანიშვილის კლუბისთვის ”ქართუ ჯგუფმა" შეუკვეთა ხმის გამაძლიერებლები აშშ-დან, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში საბაჟოზეა გაჩერებული. მიუხედავად წერილობითი მიმართვებისა, ამ ფაქტს გამოხმაურება ჯერ არ მოჰყოლია. ასევე, ბაკურიანში ”ქართუ ჯგუფმა" დაასრულა საბაგირო გზის გაყვანა, თუმცა, ზედამხედველობის სამსახური დღემდე არ ატარებს ჩატარებული სამუშაოების მონიტორინგს.
XS
SM
MD
LG