Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო კალანდაძე ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების პერსპექტივას გამოეხმაურა


როგორც კი რუსეთი გამოთქვამს მზადყოფნას დათანხმდეს სეპარატისტული რეგიონების გასწვრივ საქართველოსთან საზღვარზე ტვირთბრუნვის საერთაშორისო მონიტორინგს, თბილისი მზად იქნება დაეთანხმოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. მისივე თქმით, 20 ოქტომბერს ჟენევაში გამართული შეხვედრა წარუმატებლად დასრულდა, რადგან რუსეთი ეწინააღმდეგება საქართველოს შეთავაზებას, რომ საზღვარზე დაწესდეს სავაჭრო მონიტორინგი, რომელიც ერთობლივი მონიტორინგის სახით, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ უნდა ხორციელდებოდეს. შვეიცარიის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთის სამთავრობო დელეგაციები მოლაპარაკებას 25 ოქტომბერს განაახლებენ.
XS
SM
MD
LG