ტიბეტელმა ბერმა ჩინეთის სიჩუანის პროვინციის მონასტერში თავის დაცვა სცადა. ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია Free Tibet ავრცელებს. ინფორმაციას დეტალების შესახებ, მათ შორის, გადარჩა თუ არა ბერი, ორგანიზაცია არ ფლობს. ეს 6 თვის განვალობაში უკვე მეათე მსგავსი შემთხვევაა. ტიბეტელები აპროტესტებენ ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას რელიგიურ ორგანიზაციებზე კონტროლის გამკაცრების შესახებ.