Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგში დაასახელებენ სახაროვის პრემიის ლაურეატს


ევროპარლამენტში დღეს ანდრეი სახაროვის სახელობის პრემიის (”აზრის თავისუფლებისთვის”) ლაურეატს დაასახელებენ. პრემიაზე წარდგენილია სამი კანდიდატი - საზოგადოებრივ აქტივისტთა ჯგუფი არაბულენოვანი ქვეყნებიდან, სადაც მიმდინარე წელს ავტორიტარული რეჟიმები დაემხო; ბელორუსი ოპოზიციონერი, სამოქალაქო ინიციატივა ”ქარტია-97”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი - დმიტრი ბონდარენკო და კოლუმბიელ ფერმერთა თემი, რომელიც სოციალური უფლებებისთვის მშვიდობიანი ბრძოლით გახდა ცნობილი. სახაროვის სახელობის პრემია ევროპარლამენტის მიერ 1988 წლიდან გაიცემა ადამიანის უფლებების დაცვაში წვლილისთვის. ფულადი პრემია 50 ათასი ევროა. წარსულში პრემიის ლაურეატები გახდნენ სამხრეთი აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა, მიანმას ოპოზიციის ლიდერი აუნ სან სუ ჩჟი, კუბელი დისიდენტები, რუსეთის უფლებადაცვითი ორგანიზაცია ”მემორიალი” და ა.შ..
XS
SM
MD
LG