Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური ჯიჰადის“ თანახმად, ის მზადაა შეწყვიტოს ისრაელზე სარაკეტო იერიში


პალესტინელთა დაჯგუფება „ისლამურმა ჯიჰადმა“ კვირას განაცხადა, რომ მზადაა შეწყვიტოს ისრაელის ტერიტორიების წინააღმდეგ სარაკეტო იერიში ღაზის სექტორიდან და დაიცვას ზავი, თუკი მას დაიცავს ისრაელიც. ეგვიპტის შუამავლობით შაბათს ღამით მიღწეული საზავო შეთანხმება დაირღვა - პალესტინელებმა ისრაელის მიმართულებით ათამდე რაკეტა გაისროლეს. პასუხად ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღაზის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დაძაბულობის მკვეთრი ესკალაცია მოხდა გუშინ, როცა ორმხრივი იერიშების შედეგად დაიღუპნენ 9 პალესტინელი და ერთი ისრაელი. ისრაელის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთში გააძლიერა უსაფრთხოების ზომები.
XS
SM
MD
LG