Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის საელჩომ წერილებით მიმართა ხათუნა კალმახელიძესა და გიორგი ტუღუშს


ისრაელის საელჩომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს და სახალხო დამცველს წერილებით მიმართა. ისრაელის ელჩმა საქართველოში იცხაკ გერბერგმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წერილები შეეხება საპატიმროებში მყოფი ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენების, რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის უფლებების დარღვევას. ელჩის თქმით, ისრაელის "საკონსულო ყველაფერს გააკეთებს, რათა მსგავსი ფაქტები აღმოიფხვრას და აღარ განმეორდეს." რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი სასჯელს იხდიან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით, რასაც თავად ბიზნესმენები კატეგორიულად უარყოფენ. მათ მიმართ საპატიმროებში არასათანადო და დამამცირებელი მოპყრობის შესახებ რამდენჯერმე განაცხადა ფუქსისა და ფრენკელის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა.
XS
SM
MD
LG