Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟოზე მანუელ ბაროზუ: ყველასთვის სასარგებლო იქნება ვმო-ში რუსეთის გაწევრიანება


ევროკომისიის პრეზიდენტი მიესალმა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის მიღწეულია შეთანხმება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ. ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი დადებითად აფასებს მოქნილობას, რომელიც საქართველომ და რუსეთმა გამოიჩინეს საკმაოდ რთულ საკითხზე კომპრომისის მოსაძებნად და ორივე მხარეს მოუწოდებს, საბოლოო შეთანხმების მისაღწევად ბოლო ტექნიკური სირთულეები გადალახონ. ბაროზუს განცხადებით, ევროკავშირი მიესალმება შუამავალი შვეიცარიის სიმტკიცეს და კრეატიულობას და მზად არის მხარეთა მიმართვის შემთხვევაში, საკუთარი წვლილი შეიტანოს შეთანხმების შესრულებაში. ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება ყველასთვის სასარგებლო იქნება. ბაროზუს განცხადებით, ევროკავშირი განაგრძობს საქართველოსთან პოლიტიკური ურთიერთობისა და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ მიმართულ მნიშვნელოვან სამუშაოს, მათ შორის ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესაქმნელად.
XS
SM
MD
LG