Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელი ქურთების ლიდერი თურქეთს ეწვია


ერაყელი ქურთების ლიდერი, მასუდ ბარზანი ორდღიანი ვიზიტით ეწვია თურქეთს. სტამბულში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუსთან შეხვედრაზე ისაუბრეს თურქი სამხედროების ოპერაციებზე, რომლებიც ტარდება ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ ჩრდილოეთ ერაყში. ბარზანის ვიზიტამდე ორი კვირით ადრე ქურთმა მეამბოხეებმა 24 თურქი ჯარისკაცი მოკლეს მათს სამხედრო პოსტებზე თავდასხმებისას სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში. ბოლოხანს ქურთმა მეამბოხეებმა გაააქტიურეს ბრძოლა თურქეთის ამ რეგიონში, სადაც, ივლისიდან მოყოლებული, ძალოვანი უწყებების 50-ზე მეტი წევრი ჰყავთ მოკლული.
XS
SM
MD
LG