Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია აშშ-ს „უხეში ჩარევისთვის“ მკაცრად აკრიტიკებს


სირიამ დღეს მწვავედ გააკრიტიკა ვაშინგტონი იმის გამო, რომ ის სირიელებს ურჩევს, არ ჩაბარდნენ მთავრობას - რომელიც ამნისტიის წინადადებით გამოდის. სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, სანას ცნობით, „ამერიკის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ უხეშად ერევა სირიის საშინაო საქმეებში“. ამასთან, სააგენტომ ვაშინგტონს ქვეყანაში ტერორისტული ჯგუფების დაფინანსებაშიც დასდო ბრალი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვიქტორია ნულანდმა პარასკევს სირიელ დემონსტრანტებს ურჩია არ ჩაბარდნენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს - რომელსაც ვაშინგტონი გადადგომისკენ მოუწოდებს. აქტივისტების თქმით, შეტაკებებს სირიაში დღეს კიდევ სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა. მთავრობა აგრძელებს დემონსტრანტებზე ზეწოლას, მიუხედავად არაბული ლიგის მიერ შემუშავებული სამშვიდობო შეთანხმებისა.
XS
SM
MD
LG