Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამთავრობო შეთანხმება საბერძნეთში


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გეორგიოს პაპანდრეუ
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გეორგიოს პაპანდრეუ
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გეორგიოს პაპანდრეუმ და ოპოზიციის ლიდერმა ანტონის სამარასმა ახალი სამთავრობო კოალიციის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. მანამდე მათ მოლაპარაკებები გამართეს ქვეყნის პრეზიდენტთან, რათა ბოლო მოეღოთ ჩიხისთვის და გამოენახათ გზა ეროვნული ერთობის მთავრობის შესაქმნელად, რასაც საბერძნეთის ევროპელი პარტნიორები ითხოვენ. როგორც იტყობინებიან, ისინი ორშაბათს კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს, რათა მოილაპარაკონ, ვინ გაუძღვება კოალიციას. ამავე ცნობით, პაპანდრეუ არ იქნება ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. საბერძნეთის კრიზისმა ქვეყანას გაკოტრებისა და ევროზონის დატოვების საფრთხე შეუქმნა.
XS
SM
MD
LG