Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში ახალ პრემიერ-მინისტრს ირჩევენ


საბერძნეთის პოლიტიკოსები დღეს ახალი პრემიერ-მინისტრის ასარჩევად იკრიბებიან. ამ ახალმა ლიდერმა დროებით მთავრობას უნდა უხელმძღვანელოს იმ ფონზე, როცა პრემიერ-მინისტრმა, გეორგიუს პაპანდრეუმ თანხმობა განაცხადა გადადგომაზე. ახალი კაბინეტი იმუშავებს რიგგარეშე არჩევნებამდე - რომელიც შესაძლოა უკვე თებერვალში დაინიშნოს. მთავრობას მოუწევს დაამტკიცოს და დანერგოს ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება, რომელმაც საბერძნეთი დეფოლტისგან უნდა იხსნას და მისი ევროს მოქმედების ზონაში დარჩენა უნდა განაპირობოს. პრემიერ-მინისტრის პოსტზე ორი მთავარი კანდიდატურაა წარდგენილი - ლუკას პაპადემოსი, ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე და ფინანსთა მინისტრი, ევანგელოს ვენიზელოსი.
XS
SM
MD
LG