Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურა-კარლოსის სახელით წოდებულ პირს პარიზში ასამართლებენ


ვენესუელელი მემარცხენე ექსტრემისტი, რომელიც ტურა-კარლოსის სახელით არის ცნობილი, დღეს პარიზში სასამართლოს წინაშე წარსდგა, ადრეულ 1980-იან წლებში საფრანგეთში მოწყობილი ტერორისტული თავდასხმების ტალღაში მონაწილეობის ბრალდებით. 62 წლის კარლოსს - რომლის ნამდვილი სახელია ილიჩ რამირეს სანჩესი - საფრანგეთში უკვე მისჯილი აქვს სამუდამო პატიმრობა, 1975 წელს ორი ფრანგი პოლიციელის და ერთი ინფორმატორის მკვლელობის გამო. დღეს დაწყებული პროცესი 1982 და 1983 წლებში განხორციელებული აფეთქებების გამო იმართება, რომლებსაც სართო ჯამში 11 ადამიანი ემსხვერპლა. დაიჭრა 100-ზე მეტი. კარლოსთან თანამშრობლობაში ეჭვმიტანილ პირებს - ორ გერმანელს და ერთ პალესტინელს - დაუსწრებლად ასამართლებენ. კარლოსის სახელი მსოფლიომ 1975 წელს გაიგო - როცა მისმა ჯგუფმა ვენაში შესძლო ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების შეხვედრაზე შეღწევა და 11 მინისტრი მძევლად აიყვანა. კარლოსი 1994 წელს სუდანში დააპატიმრეს საფრანგეთის აგენტებმა.
XS
SM
MD
LG