Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი და ლაგარდი ევროზონის კრიზისზე მსჯელობენ


საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელი, კრისტინ ლაგარდი, დღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს ხვდება. როგორც ვარაუდობენ, შეხვედრის მთავარი თემა ევროს მოქმედების ზონის კრიზისი და რუსეთის მხრიდან დახმარების შესაძლო გაღება იქნება. გასულ კვირაში ჩატარებულმა დიდი ოცეულის სამიტმა ევროს მოქმედების ზონის ქვეყნებში ინვესტიციების ჩადების შესახებ მხოლოდ ბუნდოვანი დაპირებები მოიტანა. ლაგარდთან შეხვედრამდე მედვედევმა თქვა, რომ სამიტის შედეგებზე და გლობალურ ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე სურს საუბარი.
XS
SM
MD
LG