Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი სირიისთვის იარაღის მიყიდვას გააგრძელებს


რუსეთი გააგრძელებს სირიისთვის იარაღის მიწოდებას, სანამ საერთაშორისო აკრძალვა ასეთ ქმედებაზე არ დაწესებულა. ამის შესახებ დუბაიში საავიაციო გამოფენაზე განაცხადა რუსეთის ფედერალური სამხედრო და ტექნიკური თანამშრომლობის სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ვიაჩესლავ დზირკალნიმ. მისი თქმით, სანამ არ არსებობს სირიისთვის იარაღის მიწოდებაზე აკრძალვა, რუსეთის გააგრძელებს პატივის სცეს ამ ქვეყანასთან დადებულ ხელშეკრულებებს. რუსეთმა აგვისტოში თქვა, რომ აგრძელებდა იარაღის მიყიდვას თავისი ძველ პარტნიორისთვის , რითაც უგულვებელყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მოწოდება იმ ქვეყნებისადმი, რომლებიც ვაჭრობდნენ სირიასთან, რომ „დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს“.
XS
SM
MD
LG