Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იარაღის საწყობში შაბათის აფეთქებისას ირანის რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა


ირანის რევოლუციურმა გვარდიამ გამოაცხადა, რომ შაბათს იარაღის საწყობში აფეთქებისას დაღუპულებს შორის იყო ირანის სარაკეტო პროგრამის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა.
გენერალი ჰასან მოღადამი დაიღუპა გვარდიის სხვა 16 წევრთან ერთად, როცა თეირანიდან 40 კილომეტრში სამხედრო პერსონალის მიერ ტყვია-წამლის გადატვირთვისას აფეთქება მოხდა. რევოლუციური გვარდია ირანის სამხედრო ძალების მნივნელოვანი ნაწილია, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული გავლენიან სასულიერო პირებთან.
XS
SM
MD
LG