Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააპატიმრეს მუამარ კადაფის ვაჟი


ლიბიის ყოფილი ლიდერის, მიუამარ კადაფის ვაჟი, საიფ ალ-ისლამი დააკავეს ლიბიაში. ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, აბდელ რაჰიმ ალ-კიბის თქმით, მას სამართლიან პროცესს მოუწყობენ. სამხედროებმა, რომლებმაც დაიჭირეს საიფ ალ-ისლამი, განაცხადეს, რომ არ აპირებენ მშობლიური ქალაქიდან მის გაშვებას, სანამ პროცესი არ დაიწყება. მათივე მოთხოვნით, კადაფის ვაჟი ლიბიაში უნდა გასამრთლდეს. საიფ ალ-ისლამს ჰააგის საერთაშორისო სასამართლო ეძებდა. ევროკავშირი მოუწოდებდა ლიბიის ხელისუფლებას, უზრუნველეყო საიფ ალ-ისლამის დაკავება და მისი სასამართლოსთვის გადაცემა. ჰააგის ტრიბუნალი მიესალმა კადაფის ვაჟის დაპატიმრებას. აშშ-მა მოუწოდა ლიბიას, საიფის მიმართ „ადამიანური მოპყრობა“ უზრუნველყოს.
XS
SM
MD
LG