Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენის პრეზიდენტი ხელს მოაწერს შეთანხმებას ძალაუფლების გადაცემის შესახებ


იემენის პრეზიდენტი ალი აბდალა სალეჰი საუდის არაბეთში ჩავიდა, სადაც ხელს მოაწერს შეთანხმებას იემენში ძალაუფლების გადაცემის შესახებ. მანამდე გაეროს წარგზავნილმა იემენში ჯამალ ბენომარმა განაცხადა, რომ შეთანხმების ტექსტი, რომელიც იემენის მეზობელი ქვეყნების მიერ მომზადდა, მოწონებულია როგორც პრეზიდენტის, ისე ოპოზიციის მიერ. შეთანხმება ითვალისწინებს ვიცე-პრეზიდენტისთვის ძალაუფლების გადაცემის სანაცვლოდ სალეჰისა და მისი გარემოცვის იმუნიტეტს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ვიცე-პრეზიდენტმა ქვეყანა თავისუფალი არჩევნებისთვის უნდა მოამზადოს. იემენში 10 თვის განმავლობაში გრძელდებოდა მასობრივი მღელვარება. ოპოზიციის მხარდამჭერებს სალეჰის გადადგომა სურდათ. პრეზიდენტი სალეჰი რამდენიმე თვე უარს ამბობდა ძალაუფლების გადაცემის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე. ამ პერიოდში მასზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც სალეჰი მძიმედ დაიჭრა.
XS
SM
MD
LG