Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რევაზ ხულორდავას დაკავების გამო დღეს ბრიფინგი გამართა თეა წულუკიანმა


სენაკის საკრებულოს ფრაქცია ”თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილის რევაზ ხულორდავას დაკავების გამო დღეს ბრიფინგი გამართა ამავე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თეა წულუკიანმა. მისი განცხდებით რევაზ ხულორდავა სამართალდამცავებმა 20 ნოემბერს თბილისში დააკავეს, წინასწარი პატიმრობა კი, მას ზუგდიდის სასამრთლომ შეუფარდა. წულუკიანის განცხადებით, ხულორდავას ბრალად ედება 2011 წლის 15 სექტემბერს, სენაკში ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობისას ადამიანის დაჭრა. თეა წულუკიანის თქმით, რევაზ ხულორდავას აქვს ალიბი, რადგან ოჯახი, რომელსაც სტუმრობდა, იქ მომხდარ დანაშაულამდე ნახევარი საათით ადრე დატოვა. ფაქტიდან ორი თვის შემდეგ სამართალდამცავების მიერ ხულორდავას დაკავებას თავისუფალი დემოკრატები პოლიტიკურ დევნად აფასებენ და შესაბამის ინფორმაციას გაუგზავნიან ადგილობრივ და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს.
XS
SM
MD
LG