Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიას არაბული ლიგა სანქციებით ემუქრება


არაბული ქვეყნების ლიგამ სირია გააფრთხილა, რომ დაუწესებს ეკონომიკურ სანქციებს, თუ დამასკო ერთ დღეში ქვეყანაში არ დაუშვებს საერთაშორისო მეთვალყურეებს. გადაწყვეტილება ლიგამ მიიღო ხუთშაბათს, კაიროში. შესაძლებელ სანქციათა შორისაა საავიაციო მიმოსვლის აკრძალვა, საფინანსო ხელშეკრულებების შეჩერება და სირიის აქტივების გაყინვა უცხოეთის ბანკებში. მსოფლიო ცდილობს აიძულოს სირიის მმართველობა, შეწყვიტოს საპროტესტო გამოსვების ჩახშობა, რომელთა დროს, მარტიდან, ათასობით ადამიანი დაიხოცა. დღეს, ქალაქ ჰომსში, ოთხი სამოქალაქო პირი, უშიშროების სამსახურის 11 წარმომადგენელი და ორი, ოპოზიციის მხარეს გადასული სამხედრო დაიხოცნენ.
XS
SM
MD
LG